weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის, რუსთავის და გარდაბნის მერების ხელფასი 4500 ლარია, ქარელის მერის – 3300 ლარი

14:50 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021
ფოტოზე - რუსთავის, ქარელის და გარდაბნის მერები ფოტოზე - რუსთავის, ქარელის და გარდაბნის მერები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების მერების ხელფასი 1800-2000 ლარია, რაც დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება და საჭიროა, გაორმაგდეს. მერების ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით პრემიერის ეს განცხადება მცდარია.

მაგალითად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, მერის ხელფასი 4500 ლარია, ვიცე-მერის – 3600, ხოლო მერის მოადგილის – 3400 ლარი.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, ასევე 4500 ლარია მერის ხელფასი. პირველი მოადგილის ხელფასი 4000, ხოლო მეორე მოადგილის 3750 ლარით არის განსაზღვრული. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, 2020 წლის განმავლობაში, მერის თანამდებობაზე მუშაობისთვის, ჯამში, 43 416 ლარი (ხელზე აღებული თანხა) აიღო.

2018 წლიდან 4500 ლარია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის ხელფასი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბუდაღაშვილმა 2020 წლის, თანამდებობაზე მუშაობისთვის 42 336 ლარი აიღო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, მერის ხელფასი 3500 ლარია, ხოლო მისი პირველი მოადგილის – 2200. მირიან ქათამაძემ 2020 წელს, მერის თანამდეობაზე მუშაობისთვის, ჯამში, 33 768 ლარი აიღო.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი თვეში 3300 ლარია. ზაზა გულიაშვილმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დაასახელა მერობის კანდიდატად, 2020 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეცდომით შეავსო და მასში 2019 წლის განმავლობაში აღებული ხელფასი - 39 600 ლარი მიუთითა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა 2020 წელს 37 200 ლარი აიღო, რაც თვეში 3100 ლარია.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის, ილია საბაძის ხელფასმა 2020 წელს ჯამში 31 934 ლარი შეადგინა, რაც თვეში 2661 ლარს უდრის.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ 2020 წელს მერის თანამდებობაზე მუშაობისთვის 30 278 ლარი აიღო, რაც თვეში 2523 ლარია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ 2020 წელს ხელფასის სახით, ჯამში, 27 642 ლარი აიღო, რაც თვეში 2303 ლარია.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას 2020 წლის იანვრიდან მერების ხელფასების გაორმაგება აქვს გადაწყვეტილი.

„მართლაც, წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს, მაგალითად, ქუთაისს – უზარმაზარი ქალაქია და ბათუმს. წარმოუდგენელია! ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას აუცილებლად მოვაგვარებთ“, – თქვა დღეს ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]